ჩვენი სერვისები

გთავაზობთ ჩინეთიდან გადაზიდვის ოთხ ძირითად მიმართულებას, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა ბიუჯეტისა და ვადის მქონე კლიენტთა საჭიროებებს.

ჩვენ არ ვეძებთ მომწოდებლებს მხოლოდ ინტერნეტში, ჩვენ ვფლობთ ქარხნებისა და პარტნიორების უმსხვილეს ქსელს. ჩვენი გუნდი პირადად სტუმრობს ქარხნებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს ფასებზე და გირჩევთ მხოლოდ გამოცდილ პარტნიორებს. ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენი პროდუქციის სპეციფიკას, ვაორგანიზებთ საცდელ პარტიებს და გეხმარებით ჩინური ბაზრის საუკეთესო შესაძლებლობების ათვისება

მაქსიმალური მოქნილობა და კარდაკარ მიწოდება

სახმელეთო გადაზიდვები ჩვენი გუნდის სიამაყეა, სადაც სრული კონტროლი და სისწრაფე ერთიანდება. GZQC LLC ახორციელებს რეგულარულ რეისებს ჩინეთის მთავარი ჰაბებიდან საქართველოს მიმართულებით, როგორც სრული დატვირთვით (FTL), ისე ნაკრები ტვირთებით (ნებისმიერი ტვირთი დაითვლება ზუსტი პარამეტრებით). საკუთარი ლოჯისტიკური სისტემა, მუდმივი მონიტორინგი და ტვირთის სრული დაზღვევა გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი შეკვეთა უსაფრთხოდ და გეგმის მიხედვით ჩამოვა.

ოქროს შუალედი სისწრაფესა და ეკონომიას შორის

სარკინიგზო გადაზიდვა GZQC LLC-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. ბლოკ-მატარებლების რეგულარული გრაფიკი და ზუსტი ETA (Estimated Time of Arrival) საშუალებას გაძლევთ იდეალურად დაგეგმოთ თქვენი ბიზნეს ოპერაციები. ჩვენ ვმუშაობთ 40GP და 40HC კონტეინერებით, საჭიროებისას კი ვქმნით Intermodal (რკინიგზა + გზა) სქემებს. წინასწარი დოკუმენტური აუდიტი და ჩინეთში ადგილზე ინტეგრირებული ხარისხის  კონტროლი -(QC )  გამორიცხავს შეფერხებებს და აჩქარებს ტვირთის მიღების პროცესს.

სწრაფი გადაწყვეტილებები კრიტიკული ვადებისთვის

GZQC LLC გთავაზობთ პრემიუმ საჰაერო გადაზიდვის სერვისს ჩინეთის ყველა საკვანძო ინდუსტრიული ჰაბიდან. ჩვენი ექსპერტიზა საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ხარჯების მაქსიმალური ოპტიმიზაცია მოცულობითი მასის (Volumetric Weight) სწორი გაანგარიშებითა და სმარტ-შეფუთვის რეკომენდაციებით. პროცესში ინტეგრირებული ტვირთის დაზღვევა და სრულყოფილი დოკუმენტური მხარდაჭერა გარანტიას გაძლევთ, რომ ნებისმიერი სირთულის ტვირთი დანიშნულების ადგილზე უმოკლეს ვადაში, უსაფრთხოდ აღმოჩნდება.

მასშტაბური იმპორტი - მინიმალური დანახარჯებით

დიდი მოცულობისა და მძიმე ტვირთებისთვის GZQC LLC საუკეთესო არჩევანია. ჩვენ გთავაზობთ როგორც სრულ (FCL), ისე ნაკრები (LCL) კონტეინერების გადაზიდვას გამჭვირვალე ტარიფებით. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მიწოდების მთლიან ჯაჭვს: ვადარებთ მარშრუტებს, ვაკონტროლებთ დატვირთვის ყოველ წერტილს და ვარჩევთ ოპტიმალურ კონტეინერს თქვენი ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე. GZQC-სთან ერთად საზღვაო ტრანზიტი ხდება პროგნოზირებადი და სტაბილური.

Door-to-Door

ჩვენ ვმართავთ ტვირთის სრულ გზას ჩინეთის საწყობიდან თქვენს კარამდე. ეს არ არის მხოლოდ დეკლარირება — ეს არის გამართული ლოჯისტიკური ჯაჭვი ჩინეთის, ყაზახეთისა და საქართველოს გავლით. მომსახურება მოიცავს ექსპორტის გაფორმებას, TIR Carnet-ის უზრუნველყოფას, ყველა საჭირო ლიცენზიის მოპოვებასა და საბოლოო განბაჟებას თბილისში. ენდეთ ჩვენს გამოცდილებას, ჩვენ ტვირთი თქვენს კარამდე მოგვაქვს.

ჩვენი გუნდი უშუალოდ ქარხნებში, ადგილზევე ამოწმებს თითოეულ ნივთს ჩატვირთვამდე. ჩვენთან „სიურპრიზები“ გამორიცხულია, ვინაიდან თქვენ თვალს ადევნებთ პროცესს საწყობიდან გამოგზავნილი რეალური ფოტო-ვიდეო მასალით (Live Updates). ჩვენი კონტროლი მოიცავს ვიზუალურ და ტექნიკურ შემოწმებას, დეტალური QC ანგარიშის ჩაბარებასა და მომწოდებლის საიმედოობის 100%-იან გადამოწმებას. ჩვენ ვართ თქვენი თვალები ჩინეთში.

ჩინური კომერციული სამართალი რთული ლაბირინთია, რომლისგანაც ჩვენი გუნდი დაგიცავთ. ჩვენ არ ვენდობით მხოლოდ სიტყვებს და იურიდიულად ვამოწმებთ ყოველ მომწოდებელს, ვადგენთ ორენოვან ხელშეკრულებებს და გაზღვევთ თაღლითური სქემებისგან. დავის არსებობის შემთხვევაში, ჩვენი იურისტები ჩინეთშივე იცავენ თქვენს ინტერესებს. ჩვენთან პარტნიორობა ნიშნავს იურიდიულ სიმშვიდეს.